ბარსელონა, ბაიერნი, რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: "8:2 არავის აღარ ახსოვს, აწმყოთი უნდა ვიცხოვროთ"

რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შედგა, სადაც პოლონელმა თავდამსხმელმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კატალონიური გრანდი ვეტერან ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებს. თავად ფეხბურთელი კი ბარსაში თამაშით ბედნიერია. „ბაიერნის“ ყოფილმა შემტევმა GOAL-თან ისაუბრა.

რა თქვა ლევანდოვსკიმ?

„ფეხბურთი არ არის ის, რასაც წარსულში აკეთებდი. მხოლოდ აწმყოზე უნდა იფიქრო. მაგალითად, „რეალს“ 4 გოლი გავუტანე, მაგრამ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. „ბარსელონას“ 8:2 დამარცხებაც ნაკლებად ახსოვს ხალხს.

პეპ გუარდიოლასთან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი და ჩავის სისტემა დიდად განსხვავებული არ არის. აქედან გამომდინარე, ბარსას ადვილად მოვერგები. ადაპტაცია არ გამიჭირდება. ჩავი და გუარდიოლა უდიდესი მწვრთნელები არიან და მათი შედარება არ შეიძლება. ორივე მათგანი უპირატესობას ტაქტიკურ ასპექტებს ანიჭებს.

„ბარსელონაში“ გადასვლის პირველივე წუთიდან ბედნიერი ვარ. აქ ყველამ კარგად მიმიღო და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მე აქ ტიტულების მოსაგებად მივედი და ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრიორიტეტულია, მაგრამ ამისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეთ.“

ცნობისთვის, რობერტ ლევანდოვსკი კატალონიურმა გრანდმა 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბაიერნიდან“ შეიძინა. ასევე გეტყვით, „ბლაუგრანა“ პოლონელის გადაბირებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. პრობლემას „რეკორდმაისტერი“ ქმნიდა. გუნდის ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ ლევანდოვსკი გერმანიაში კონტრაქტის დასრულებამდე უნდა დარჩენილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"როცა გოლს იტან, ეს თითქოს ორგაზმს ჰგავს" - "დადადოს" ცხოვრება
"როცა გოლს იტან, ეს თითქოს ორგაზმს ჰგავს" - "დადადოს" ცხოვრება