რეალი, ბარსელონა, რაფინია
Aa
Aa

რაფინიას საოცარი გოლი - ბარსელონამ რეალი დაამარცხა

წინასასეზონო მზადება გახურდა. ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ ამხანაგურად დაუპირისპირდნენ. საკმაოდ მხიარული მატჩის შემდეგ, გამარჯვება ჩავი ერნანდესის გუნდს დარჩა. ერთადერთი გოლი ახალწვეულმა რაფინიამ მატჩის 27-ე წუთზე გაიტანა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მატჩი საკმაოდ მხიარული გამოდგა. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა, თუმცა უფრო სახიფათოდ კატალონიელები უტევდნენ. დებიუტი ჰქონდა რობერტ ლევანდოვსკის.

აღსანიშნავია ანსუ ფატის დაბრუნება, რომელმაც გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა. ცნობისთვის, „სამეფო კლუბს“ კარიმ ბენზემა და დანი კარვახალი არ ჰყავდა. მიუხედავად დანაკლისისა, გულშემატკივრებმა საინტერესო დაპირისპირება იხილეს, თუმცა საინტერესო ის გახლავთ, რომ ანჩელოტის შეგირდებმა კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყეს, ხოლო კარისკენ 9-ჯერ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ მორიგ ამხანაგურ მატჩს 27 ივლისს „კლუბ ამერიკას“ წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 06:30-დან დაიწყება. რაც შეეხება ბარსას, კატალონიელები ასევე 27 ივლისს „იუვენტუსს“ თბილისის დროით 04:30-დან გაეჯიბრებიან.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი: დიახ, მართალია პერესს რამდენჯერმე შევხვდი
ლევანდოვსკი: დიახ, მართალია პერესს რამდენჯერმე შევხვდი