პსჟ, პეპ გუარდიოლა, ნეიმარი, მან. სიტი
Aa
Aa

ჰარმონიულ გარემოს დაანგრევს - პეპმა ნეიმარის ტრანსფერზე უარი თქვა

Get French Football News-ის ცნობით, პსჟ-მ ''მან. სიტის'' ნეიმარის დამატება შესთავაზა. წინადადების მიხედვით, ''ქალაქელებს'' ნეიმარის სანაცვლოდ ბერნარდუ სილვა უნდა დაეთმოთ, თუმცა ''მან. სიტისთვის'' ეს შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა. პეპ გუარდიოლა თვლის, რომ ნეიმარის დამატება გუნდში არსებულ ჰარმონიულ გარემოს დაანგრევს.

''ეკიპის'' ცნობით, მიმდინარე ზაფხულში ნეიმარსა და პსჟ-ს შორის არსებული კონტრაქტი ავტომატურად ორი წლით გახანგრძლივდა, რომლის მიხედვით სამხრეთამერიკელი კლუბის ღირსებას 2027 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

მიმდინარე თვეში პსჟ-ს ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ ნეიმარის შესახებ ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ნეიმარი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია, გალტიეს ასეთი მოთამაშე სჭირდება.

''ნეიმარი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. გუნდი ყოველთვის ძლიერია დიდებული ფეხბურთელებით. ნეიმარი სწორედ ასეთი მოთამაშეა''.

განვლილ კარიერაში ნეიმარს ''სანტოსსა'' (2009-13) და ''ბარსელონაში'' (2013-17) უთამაშია. 2017 წელს, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხად, 222 მილიონ ევროდ პსჟ-ში გადაბარგდა და მას შემდეგ ფრანგული გუნდის მოთამაშეა. პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა (2017-18, 2019-20, 2020-21), თუმცა ევროპული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლა დაცვაზე მუშაობის დროა“ - ლაპორტა ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ
„ახლა დაცვაზე მუშაობის დროა“ - ლაპორტა ლევანდოვსკის ტრანსფერის შემდეგ