მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

ტენ ჰაგი მაგუაიერზე: ჰარი შთამბეჭდავია და მისგან ბევრს ველი

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ESPN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კლუბში დაცვის ლიდერი კვლავ ჰარი მაგუაიერი იქნება და მისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევასაც არ აპირებს.

რას ამბობს ტენ ჰაგი:

ვფიქრობ, რომ ჰარის მაღალი დაცვის ხაზში თამაში შეუძლია. ზოგადად, კლუბში ძლიერი ცენტრალური მცველები გვყავს და ჰარიც ერთ-ერთი მათგანია. მას შეუძლია როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ თამაში, რადგან მისი სათამაშო ფეხი მარჯვენაა.

რაც შეეხება კაპიტნის სამკლავურს, მგონია, რომ მოთამაშეებს შორის გამოკითხვა აუცილებელი არ არის. ამ საკითხს მე გადავწყვეტ. გუნდის მშენებლობა საპასუხისმგებლო საქმეა და ის ყოველთვის ლიდერთა მხრებზე გადადის. კაპიტანი გუნდის მშენებლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მაგუაიერით ნამდვილად კმაყოფილი ვარ.

ის დაცვის ხაზის მთავარი მოთამაშე უნდა იყოს. მან წარსულში დაამტკიცა, რომ ასეთ დონეზე თამაში შეუძლია. თუმცა, ახლა აწმყოშიც და მომავალშიც უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ასეა. ინგლისის ნაკრებში მან 60 თამაში ჩაატარა და ეს შემთხვევით ვერ მოხერხდებოდა.

მისგან ბევრს ველი, მაგრამ მინდა იცოდეთ რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის ექნება. გუნდში დიდი კონკურენციაა და მანჩესტერსაც სწორედ ეს სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ჰარი მაგუაიერმა გასულ სეზონში „წითელი ეშმაკების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 36 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. 29 წლის მცველი მანჩესტერულ კლუბს 2019 წელს შეუერთდა და საერთო ჯამში 144 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუს წარმომადგენლებმა სიმეონე დაარწმუნეს - კრიშტიანუ მაინც წავა?
რონალდუს წარმომადგენლებმა სიმეონე დაარწმუნეს - კრიშტიანუ მაინც წავა?