ტომას ტუხელი, ნგოლო კანტე
Aa
Aa

კანტე და ლოფტუს-ჩიკი აუცრელობის გამო აშშ-ში არ შეუშვეს

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი წუხს, რომ მისი ორი ნახევარმცველი აშშ-ში გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს. საუბარია რუბენ ლოფტუს-ჩიკსა და ნ'გოლო კანტეზე, რომლებიც შტატებში არ შეუშვეს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ არცერთ მათგანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთებული არ აქვს.

„ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, უკეთესი იქნებოდა, ისინი დღეს აქ ყოფილიყვნენ. შეუძლია თუ არა კლუბს აიძულოს მოთამაშეები, რომ აიცრან? არა, ეს ფეხბურთელების გადასაწყვეტია. ამ გადაწყვეტილებებს ადამიანები დამოუკიდებლად იღებენ.

როგორც ჩანს, ჩვენი ცხოვრება ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მაგრამ თითოეული ჩვენგანი წყვეტს ვაქცინას გაიკეთებს თუ არა, ეს ჩვენი უფლებაა. მაგრამ ამის გამო ისინი ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარებიან და როგორც პროფესიონალებს ეს მდგომარეობა მათთვისაც არ არის სასარგებლო, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ მათ არჩევანს.

არ მინდა მათ მიმართულებით თითი გავიშვირო და რაღაცაში დავადანაშაულო, რადგან ჩვენ ამას ჩელსიში არ ვაკეთებთ".

- ციტირებს ტუხელის სიტყვებს BBC.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BBC-ის ჟურნალისტმა ინგლისის ქალთა ნაკრებს „ზედმეტად თეთრი
BBC-ის ჟურნალისტმა ინგლისის ქალთა ნაკრებს „ზედმეტად თეთრი" უწოდა