რაფინია
Aa
Aa

ბარსელონაში დღეს გაფრინდება - რაფინიამ ოცნება აისრულა

„ლიდსის“ ფეხბურთელის, რაფინიას სატრანსფერო საგა დასრულდა. ბრაზილიელი შემტევი „ჩელსიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ „ლურჯებმა“ მიზანს ვერ მიაღწიეს და „თეთრების“ ლიდერი მომდევნო სეზონში „ბარსელონას“ ღირსებას დაიცავს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, რაფინია ესპანეთში დღეს გაფრინდება და „ბლაუგრანაში“ გადასვლისთვის საჭირო ბოლო დეტალებს მოაგვარებს. მან ყველაფერი გააკეთა, რათა „კამპ ნოუზე“ ეთამაშა და ეს მისი ოცნება იყო. ბრაზილიელი კლუბთან კონტრაქტს 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს და მისი ტრანსფერის დახურვის შემდეგ, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელები რობერტ ლევანდოვსკიზე გადაერთვებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს გადაიხდის. ბონუსების ჩათვლით კი ტრანსფერი 68 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 იპონი - ღვინიაშვილს მესამე ადგილი ერგო
ტოპ 5 იპონი - ღვინიაშვილს მესამე ადგილი ერგო