ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გოლი და ეფექტური საგოლე გადაცემა - ხვიჩამ პირველივე ვარჯიშზე თავი გამოიჩინა

დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ რიგებში პირველი ვარჯიში ჰქონდა. ქართველ ფეხბურთელზე საკმაოდ დიდი ავანსებია გაცემული.

ქართველმა ფეხბურთელმა, პირველივე ვარჯიშზე გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. საგოლე პასი კი მეტად ეფექტური გამოდგა. ხვიჩამ ჯერ მცველი მოკლე მონაკვეთში მოატყუა და გადაცემა შემდეგ შეასრულა.

აღნიშნული ვიდეო კი იტალიურ სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას შეძენა „პარტენოპეის“ დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდა. ქართველმა ფეხბურთელმა ნეაპოლურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება ხვიჩა“,

- ნათქვამია „ნაპოლის“ განცხადებაში

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
77 - ცნობილია, თუ რომელი ნომრით ითამაშებს ხვიჩა ნაპოლიში
77 - ცნობილია, თუ რომელი ნომრით ითამაშებს ხვიჩა ნაპოლიში