ინტერი, რომა
Aa
Aa

ოფიციალურად - მხითარიანი ინტერის ფეხბურთელია

გასული სეზონის სერია ა-ს ჩემპიონი „მილანი“ გახდა. როგორც ჩანს, ამას „ინტერი“ არ ეგუება და გუნდის გაძლიერებას ცდილობს. უკვე ცნობილია, რომ „ნერაძურის“ ლუკაკუ დაუბრუნდა.

ბოლო პერიოდში საუბარი მიდის ჰენრიკ მხითარიანის ტრანსფერზე. დღეს კი სერია ა-ს ვიცე-ჩემპიონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სომეხი ფეხბურთელი მათ ღირსებას დაიცავს. 33 წლის შემტევი „ნერაძურის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„“ინტერი“ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ბედნიერი ვარ ისეთ გუნდში გადასვლით, რომელიც სერია ა-ს მოგების მთავარი კანდიდატი არის და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს. აქ სულ სხვა დონეა. ჩემი გადაწყვეტილებით ვამაყობ.“

- განაცხადა მხითარიანმა

მხითარიანი „რომაში“

შეგახსენებთ, რომ ჰენრიკ მხითარიანი „ჯალოროსიში“ 2019 წლიდან თამაშობდა. 2019 წლიდან 2022 წლის ჩათვლით სომეხმა ნახევარმცველმა „რომას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 117-ჯერ მოირგო, 29 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო 20 მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია
მსოფლიოს საუკეთესო 20 მწვრთნელი, რომელიც დღეს უმუშევარია