მოყვარულთა ლიგა
Aa
Aa

სამოყვარულო კლუბი "ბასიანი" უეფას რეგიონთა თასზე იასპარეზებს

საქართველოს მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული, თბილისის "ბასიანი" ევროპის სამოყვარულო საკლუბო ჩემპიონატზე, უეფას რეგიონთა თასზე იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ქართული გუნდი ბაქოში გასამართ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.  

საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ორი ჯგუფის საუკეთესო გუნდებს შორის გასამართი ფინალური შეხვედრა გამოავლენს, რომელიც 29 ივნისს შედგება. "ბასიანი" ბაქოში 22 ივნისს გაემგზავრება და მოახლოებული მატჩებისთვის სფფ-ის ვაკის ტექნიკურ ცენტრში ემზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბასიანის ბაქოში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს უზრუნველყოფს. ბაქოში გამგზავრებამდე, ბასიანის ვარჯიშს სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, ბერდია ჯიბლაძე დაესწრნენ. კახა ჭუმბურიძემ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა და გუნდს სრული ეკიპირება გადასცა. 

კახა ჭუმბურიძე - სფფ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი

გიორგი მაკასარაშვილი - მსკ. ბასიანის ფეხბურთელი

მფკ ბასიანის მატჩები შესარჩევ ეტაპზე:

23 ივნისი - ბასიანი - ტალინა ზაპოოსი (ესტონეთი) 
27 ივნისი - კასკელენი (ყაზახეთი) - ბასიანი

მოყვარულთა ლიგის გათამაშება საქართველოს მასშტაბით 2016 წლიდან ტარდება. 2022 წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის გათამაშებაში მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი, მსკ ბასიანმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭიაბრიშვილის წარმატებული დებიუტი - დინამომ გაგრა გაანადგურა
ჭიაბრიშვილის წარმატებული დებიუტი - დინამომ გაგრა გაანადგურა