ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

მანჩესტერის დირექტორი: ფული პრობლემა არ არის, დე იონგის გასაფორმებლად ყველაფერს ვაკეთებთ

მანჩესტერ იუნაიტედის მმართველმა დირექტორმა რიჩარდ არნოლდმა ფრენკი დე იონგის ტრანსფერთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ ფრენკის სანაცვლოდ იმაზე 20 მილიონით ნაკლებს სთავაზობს, რასაც კატალონიელები ითხოვენ.

„ფული არ არის ის ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ვისი გაფორმება გვინდა. მთავარ მწვრთნელს სურს დე იონგი და მენეჯერებმა დიდი სამუშაო გასწიეს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

100 მილიონი? 200? არ ვიცი. ვისი გაფორმებაც გინდათ გაიფორმეთ, ჯანდაბა. გნებავთ მე თვითონ ვიყიდო მოთამაშეები?

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გარიგება დავხუროთ. უკვე მრავალი დღეა ამ საკითხით ვარ დაკავებული. ფულის პრობლემა არ არის, მაგრამ არის გარკვეული დაბრკოლებები, რაზეც ვერ ვისაუბრებ.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დე იონგის გასაფორმებლად და გეუბნებით, რომ გვაქვს საჭირო თანხები“,

- თქვა რიჩარდ არნოლდმა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები დე იონგის სანაცვლოდ 80-დან 100 მილიონ ევრომდე ითხოვენ. შესაბამისი შეთავაზების მიღების შემთხვევაში კლუბი მზადაა ნიდერლანდელი გაყიდოს. აქვე გეტყვით, რომ ჩავი მის შემცვლელად ბერნარდუ სილვას მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TREQUARTISTA - ინტერი ძლიერდება და ინძაგის სქემის შეცვლა მოუწევს
TREQUARTISTA - ინტერი ძლიერდება და ინძაგის სქემის შეცვლა მოუწევს