გურამ ქუთათელაძე, დამირ ისმაგულოვი
Aa
Aa

''ჩემს მუსიკას მოუსმენს და ჩემს ცეკვას იცეკვებს'' - ქუთათელაძე ისმაგულოვზე

UFC-ში გურამ ქუთათელაძე დამირ ისმაგულოვს დაუპირისპირდება. ქართველმა მებრძოლმა მომდევნო ბრძოლის შესახებ ცნობილ ყაზახურ გამოცემასთან, Prosports-თან ისაუბრა. მან ისმაგულოვთან მიმართებით აღნიშნა, რომ მას კარგი საბჭოთა სკოლა აქვს გავლილი კრივში, კიკბოკსინგსა და ჭიდაობაში.

''ბრძოლისთვის გეგმის მიხედვით მოვემზადე. ვფიქრობ, პაუზა ჩემს გამოსვლაზე უარყოფითად არ აისახება, რადგან გასული 2 წლის განმავლობაში ყველა თვისების დახვეწაზე ვმუშაობდი. ვიმედოვნებ, ჩემი შესაძლებლობების 100 პროცენტს გამოვავლენ.

მეტოქე არასდროს ამირჩევია და არასდროს მითქვამს ბრძოლაზე უარი.

ამ საქმეში რისკი ყოველთვის არსებობს. როცა ბრძოლა იწყება, შენს წინაშე ცხოველია, რომელსაც შენი დაგლეჯვა სურს. ანალოგიურად ფიქრობს ის შენზე და მხეცად გთვლის.

ბრძოლისთვის მზად ვარ, ადვილი შეხვედრა არასდროს მქონია და არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი. ორივეს ბრძოლის ჩვენი გეგმა გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ის ჩემს მუსიკას მოუსმენს და ჩემს ცეკვას იცეკვებს, თუ შეიძლება ასე ითქვას".

შეგახსენებთ, რომ ისმაგულოვს კარიერაში 24 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. გურამს რაც შეეხება, მან 14 ჩხუბიდან 12-ში იმარჯვა. მათი შეხვედრა 19 ივნისს, გამთენიისას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გურამ ქუთათელაძე ისმაგულოვზე: „მასზე ყველა ასპექტში ძლიერი ვარ
გურამ ქუთათელაძე ისმაგულოვზე: „მასზე ყველა ასპექტში ძლიერი ვარ"