ბასილაშვილი მუსეტის უგებდა - მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
Aa
Aa

ბასილაშვილი მუსეტის უგებდა - მატჩი უამინდობის გამო გადაიდო

საჩოგბურთო სამყაროში ბალახის სეზონი გაიხსნა. სტარტი აიღო შტუტგარტის ღია პირველობამ, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი იღებს.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში რეიტინგის 57-ე ნომერს ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა. ნიკოლოზი დამაჯერებლად იგებდა, თუმცა მატჩი უამინდობის გამო შეწყდა.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული მატჩი იხილეს. პირველი სეტი დაძაბული გამოდგა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე არ ცდებოდნენ. ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ თითქოს ტაი-ბრეიკი უნდა დანიშნულიყო, თუმცა მე-12 გეიმში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტიც მას დარჩა.

მეორე სეტი კი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა. ნიკოლოზმა თავისი მოგებული ჩაწოდების შემდეგ, ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა. საბოლოოდ მატჩი იმ დროს შეწყდა, როდესაც ბასილაშვილი 4:2-ს იგებდა. ATP-ის ინფორმაციით, აღნიშნული დაპირისპირება 8 ივნისს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილსა და მუსეტის შორის გამარჯვებული შემდეგ წრეში ნიკ კირგიოსს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ჩემი გრძნობების აღწერა შეუძლებელია" - ნადალი როლან გაროსის მოგების შემდეგ