რთული მატჩი მოიგო - გორგოძე ვალენსიას ტურნირის 1/8-ფინალშია
Aa
Aa

რთული მატჩი მოიგო - გორგოძე ვალენსიას ტურნირის 1/8-ფინალშია

ვალენსიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე ეკატერინე გორგოძემ მსოფლიოს 82-ე ჩოგანი, ფრანგი დიან პერი ორ სეტში 7:6 (7:4), 7:6 (7:3) დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, ორივე სეტში მოგებული ტაი-ბრეიკით გამოვლინდა.

მსოფლიო რეიტინგში ეკა გორგოძე 112-ე ადგილზეა, მან 30 საფეხურით მაღალ ადგილზე მყოფი მეტოქე დაამარცხა, რაც ცხადია წარმატებულ გამოსვლად ითვლება.

მერვედფინალში ეკა გორგოძის მეტოქე ესპანელ ირენ ბურილიო ესკორიხუელასა და ნიდერლანდელ არანჩა რუსს შორის გამარჯვებული იქნება.

აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 115 000 აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბასილაშვილი შტუტგარტში ითამაშებს - პირველი მეტოქე ცნობილია
ბასილაშვილი შტუტგარტში ითამაშებს - პირველი მეტოქე ცნობილია