ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მაგია და სანახაობა ხვიჩასგან" - იტალიური პრესა კვარას გოლს გამოეხმაურა

საქართველოს ნაკრები გიბრალტარის ეროვნულ გუნდს 2:0-ს ამარცხებს და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო. იტალიურ გამოცემებს „კვარას“ მოქმედება უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ და მოკლე სტატიები მიუძღვნეს.

„ხვიჩა კვარაცხელია აღარ ჩერდება. ნაპოლის ახალწვეული მაგიასა და სანახაობას არა მხოლოდ დინამო ბათუმს, არამედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც სთავაზობს. გიბრალტარის ეროვნულ გუნდთან გამართულ შეხვედრაში, 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელს ანგარიშის გასახსნელად სულ რაღაც 12 წუთი დასჭირდა. წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ, კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში აღმოჩნდა, მეკარე თავზე გადაგდებული შესანიშნავი ბურთით შეარცხვინა და საკუთარი გუნდი დააწინაურა“, - წერს Tuttonapoli.

„ხვიჩა კვარაცხელია ევროპის მასშტაბით საკუთარი ნიჭის ჩვენებას განაგრძობს. ნაპოლის მომდევნო შენაძენმა გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შესანიშნავად იასპარეზა. კვარაცხელია საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშობს, მაგრამ შედეგი იგივეა, რაც დინამო ბათუმის რიგებში ასპარეზობისას. ხვიჩამ გოლი წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ გაიტანა და მეკარეს თავზე ბურთი გადაუგდო. შემდეგ კი გურამ კაშიას გაატანინა“, - წერს Spazio Napoli.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კავაზაშვილი პელეს წერილზე: უნდა გავარკვიოთ ეს ვინ დაწერა და ხელმოსაწერად მას მისცა
კავაზაშვილი პელეს წერილზე: უნდა გავარკვიოთ ეს ვინ დაწერა და ხელმოსაწერად მას მისცა