პირველი ადგილი გუნდურში - 10 მედალი ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირზე
Aa
Aa

პირველი ადგილი გუნდურში - 10 მედალი ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირზე

რევაზ ლაშხის გაწვრთნილმა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა: 5 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოჭიდავეებმა ათივე წონაში ასპარეზობა მედლით დაასრულეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველ ადგილზე გავიდნენ.

ოქროს მედლები რომეო ბერიძემ (63 კგ.), ნიკა ბროლაძემ (67 კგ.), არჩილ ბოლქვაძემ (82 კგ.), ბექა მელელაშვილმა (87 კგ.) და მათე გოქაძემ (130 კგ.) მოიპოვეს.

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), კოტე სიჭინავა (97 კგ).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ლუკა ჯავახაძე (55 კგ), თემურ ორჯონიკიძე (72 კგ) და თორნიკე მიქელაძე (77 კგ).

შეგახსენებთ, საქართველოს 20-წლამდე ნაკრებს რევაზ ლაშხი წვრთნის. მას ასისტენტობას გიორგი ჯობავა და დავით ურიდია უწევენ. ივნისის ბოლოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჭაბუკთა ევროპის თასი - საქართველოს 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო
ჭაბუკთა ევროპის თასი - საქართველოს 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო