რეალი, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

მოდრიჩმა Marca-სგან ლეგენდის ჯილდო მიიღო

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა ესპანური სააგენტო Marca-სგან ლეგენდის ჯილდო მიიღო.

გამოცემამ 36 წლის ფეხბურთელი სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებაზე დააჯილდოვა.

პრიზის ჩაბარების შემდეგ მოდრიჩმა მცირე კომენტარი გააკეთა:

„ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი დონის მედიისგან ეს ჯილდო მივიღე. ჩემთვის დიდი პატივია უდიდესი სპორტსმენების გვერდით ყოფნა. მინდა ჩემს ოჯახს, თანაგუნდელებს და მწვრთნელებს დახმარებისთვის მადლობა გადავუხადო.

ზოგადად, ინდივიდუალურ ტიტულების მოგებას მირჩევნია გუნდური ტიტულები მოვიგო, მაგრამ ამ პრიზის მიღებით ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა 2021/22 წლების სეზონში, „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 42 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. „სამეფო კლუბთან“ ერთად მოდრიჩი ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ამის გარდა, 36 წლის ფეხბურთელი 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშებს, სადაც მისი გუნდი „ლივერპულს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაიკაარდი, პეპი, ტიტო, ტატა, ლუჩო, ვალვერდე - მესის სტატისტიკა თითოეულ მწვრთნელთან
რაიკაარდი, პეპი, ტიტო, ტატა, ლუჩო, ვალვერდე - მესის სტატისტიკა თითოეულ მწვრთნელთან