ბარსელონა, ბაიერნი, ლევანდოვსკი, პინი ზაჰავი
Aa
Aa

ლევანდოვსკის აგენტი ბარსელონაშია - ტრანსფერი გადაწყვეტილია

ბოლო პერიოდში სულ უფრო ბევრი იწერება რობერტ ლევანდოვსკის შესახებ. პოლონელ თავდამსხმელს „ბარსელონას“ უკავშირებენ.

ესპანელი ჟურნალისტი ხერარდ რომერო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავი კატალონიაშია.

რომეროს ინფორმაციით, ზაჰავიმ დღის მეორე ნახევარში, „ბარსელონას“ ოფიციალურ მაღაზიაში 10 მაისური შეიძინა, რომელზეც რობერტ ლევანდოვსკის სახელი იყო ამოტვიფრული.

ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია და პოლონელი „ბომბდამშენი“ მომავალი სეზონიდან კატალონიური გრანდის მაისურს მოირგებს. შეგახსენებთ, რომ რობერტს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, ხოლო ტრანსფერის ღირებულებად 35-40 მილიონი ევრო სახელდება.

ლევანდოვსკი „ბაიერნში“

ვეტერანი შემტევი გერმანულ კლუბს 2014 წელს შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 374-ჯერ მოირგო, 344 გოლი გაიტანა და 72 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BILD: ლევანდოვსკი გასახდელში ბარსელონას სახელს ხშირად ახსენებდა
BILD: ლევანდოვსკი გასახდელში ბარსელონას სახელს ხშირად ახსენებდა