ტუხელი: ლივერპულთან და სიტისთან ფინალი - დღეს ამაზე დიდი მატჩი არ შეიძლება იყოს
Aa
Aa

ტუხელი: ლივერპულთან და სიტისთან ფინალი - დღეს ამაზე დიდი მატჩი არ შეიძლება იყოს

ტომას ტუხელმა ასოციაციის თასის ფინალში „ლივერპულთან“ მატჩზე ისაუბრა.

„ეს არის დიდი მატჩი ყველა გაგებით. ეს უზარმაზარი მატჩია, რადგან ეს არის ინგლისის თასის ფინალი უემბლიზე და ამჟამად არ შეიძლება იყოს იმაზე დიდი მატჩი, ვიდრე ფინალში ლივერპულთან ან მანჩესტერ სიტისთან თამაში.

როდესაც ლივერპულის წინააღმდეგ თამაშობ, იცი, რა გელოდება - ისინი შეტევას მთელი სისწრაფით, ითამაშებენ მაღალი ინტენსივობით და უმაღლესი ხარისხით, როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშე. აი რას უნდა ველოდოთ.

ლიგის თასის ფინალი უემბლიზე ორივე გუნდისთვის ფანტასტიკური თამაში იყო და გამარჯვებულის გადასაწყვეტად 22 პენალტი დაგვჭირდა. მათ წინააღმდეგ საშინაო თამაში ლიგაში შესანიშნავი იყო, ჩვენ გავათანაბრეთ და 2-2 დავასრულეთ. ასევე სეზონის დასაწყისში ენფილდზე ფრე 1-1 ასევე ბრწყინვალე თამაში იყო.

ასე რომ, ამ გუნდებს შორის იყო რამდენიმე ძალიან თანაბარი დაპირისპირება და ამან უნდა მოგვცეს გამბედაობა, ასევე ეს ყველაფერი გვაძლევს მკაფიო წარმოდგენას, რა გვჭირდება ფიზიკურად, გონებრივად, ყოველმხრივ, რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჭირდება ყველაფერი, რომ ვიყოთ უმაღლეს დონეზე“,

- განაცხადა „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ფინალი 14 მაისს გაიმართება. შეხვედრა 19:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თურანი:
თურანი: "მენტალური და ფსიქიკური პრობლემები მქონდა"