ლუკა გუგეშაშვილი, დავით ვოლკოვი
Aa
Aa

გადამწყვეტი დარტყმა - ვოლკოვმა ზირა ფინალში გაიყვანა

აზერბაიჯანის თასის 1/2-ფინალში ''ზირამ'' ბაქოს ''ნეფთჩი'' პენალტების სერიაში დაამარცხა. ორმატჩიან დაპირისპირებაში გოლი არ გასულა, საპასუხო მატჩის შემდეგ დანიშნულმა დამატებითმა დრომ უგოლოდ ჩაიარა, პენალტების სერიაში კი ''ზირამ''  3:2 მოიგო.

გადამწყვეტი პენალტი ''ზირას'' ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა შეასრულა და ''ზირა'' თასის ფინალში გაიყვანა. 

 ''ზირა'' ფინალში ''ყარაბაღს'' შეხვდება, რომელმაც 1/2-ფინალში ''გაბალა'' ორი მატჩის ჯამში 8:1 დაამარცხა. ნახევარფინალურ სტადიაზე ''ყარაბაღის'' ქართველ მეკარეს, ლუკა გუგეშაშვილს არ უთამაშია, ორივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ფინალი ''ზირასა'' და ''ყარაბაღს'' შორის 27 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის მეფე ! - მამარდას ბრწყინვალე თამაში ლა ლიგაში
მატჩის მეფე ! - მამარდას ბრწყინვალე თამაში ლა ლიგაში