უკრაინა, უკრაინის პრემიერ ლიგა
Aa
Aa

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა - ჩემპიონად შახტარი გამოცხადდა

სამშაბათს, უკრაინაში პრემიერ ლიგის საერთო კრება გაიმართა, რომელიც ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ჩატარდა.

შეხვედრას უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ოლეგ პროტასოვი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იგორ გრიშჩენკო, პრემიერ ლიგის აღმასრულებელი დირექტორი, ევგენი დიკი და პრემიერ ლიგაში მონაწილე ყველა გუნდის სპორტული დირექტორები ესწრებოდნენ.

კონფერენციის შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო პრემიერ ლიგის 2021/22 წლების სეზონი ნაადრევად შეწყდება, ჩემპიონად კი დონეცკის „შახტარი“ გამოცხადდება. შედეგები 2022 წლის 24 თებერვლამდე იქნება დათვლილი. ასევე, ცნობილია, რომ სატურნირო ცხრილში საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები არ დაჯილდოვდებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს უკვე გადაეცა.

ასევე, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი, რომელიც უკრაინის პრემიერ ლიგის მიმდინარე აქტივობებზე და მომავალი სეზონის ორგანიზებაზე იმუშავებს.

დღევანდელ კონფერენციაზე უკრაინის თასის და ახალგაზრდული ჩემპიონატის შესახებაც იმსჯელეს, თუმცა ოფიციალურ პირებს აღნიშულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანდრონოვი: ყველამ ნახა რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რუსეთი აგრესიული ქვეყანაა
ანდრონოვი: ყველამ ნახა რა მოხდა 2008 წელს საქართველოში, რუსეთი აგრესიული ქვეყანაა