ატლეტიკო, ლა ლიგა, მადრიდის რეალი
Aa
Aa

მადრიდულ დერბიმდე, რეალი და ატლეტიკო სტადიონზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივლენ

8 მაისს, ლა ლიგის 35-ე ტურში გულშემატკივარი მადრიდულ დერბის იხილავს. „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ „ატლეტიკო“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გუნდები უჩვეულო გარემოში აღმოჩნდებიან. გავლენიანი გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, როგორც ატლეტიკოს, ისე რეალის ფეხბურთელები სტადიონზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივლენ.

ინიციატივა ესპანური ელექტრო-ავტობუსების კომპანია EMT-ის 75 წლის იუბილეს უკავშირდება. თავდაპირველად, ამ ინიციატივით ესპანეთის მეფემ და დედოფალმა ისარგებლეს, რომლებიც რომლებიც ერთ-ერთ დაწესებულებაში მუნიციპალური ტრანსპორტით მივიდნენ, ახლა კი მადრიდული კლუბები მზად არიან ამ ინიციატივას შეუერთდნენ.

აღნიშნულ იდეაზე კომპანია ორივე კლუბთან რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. ავტობუსი, რომლითაც ფეხბურთელებმა სტადიონამდე უნდა იმგზავრონ 28 ადგილისგან შედგება. ამასთან, არის სრულად ელექტრო და აღჭურვილია WiFi-თაც.

საგულისხმოა, რომ „ატლეტიკოს“ სტადიონზე მისასვლელად დაახლოებით 5 კილომეტრის გავლა მოუწევს, „რეალის“ მარშრუტი კი გაცილებით დიდი იქნება, რადგან „სამეფო კლუბი“ მოედნისკენ გეზს საკუთარი სავარჯიშო ბაზიდან აიღებს.

Marca-ს ინფორმაციით, ავტობუსებს უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დაცვა არ გააჩნიათ, რის გამოც სტადიონამდე მისასვლელ გზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იქნება. ამასთან, ორივე კლუბს აქვს უფლება, რომ ავტობუსში საკუთარი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აიყვანონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ სიტი v მადრიდის რეალი - მატჩის წინ
მანჩესტერ სიტი v მადრიდის რეალი - მატჩის წინ