შტურმი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

მოედანზე შემოსვლიდან 3 წუთში შეცვალეს - კიტეიშვილი ისევ ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი კვლავ ტრავმირებულია.

26 წლის ფეხბურთელმა მორიგი დაზიანება გუშინ, ვენის „რაპიდის“ წინააღმდეგ მიიღო. კიტეიშვილი მოედანზე 58-ე წუთზე, ნიანგბოს მაგივრად შემოვიდა, თუმცა ზუსტად 3 წუთში დაზიანება მიიღო და ის მთავარმა მწვრთნელმა მოედნიდან გაიყვანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში იმედი გამოთქვა, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება.

„ბოლო დროს ძალიან უიღბლო პერიოდი მქონდა. იმედი მაქვს ახლა სერიოზული არაფერი იქნება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“, - წერს კიტეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი მოედანს აპრილის დასაწყისში დაუბრუნდა, თუმცა სხვადასხვა დაზიანების გამო მიმდინარე თვეში რამდენიმე მატჩი გამოტოვა. საერთო ჯამში, 26 წლის ფეხბურთელმა 2021/22 წლების სეზონში „შტურმის“ შემადგენლობაში მხოლოდ 12-ჯერ მოახერხა თამაში და 1 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კუტალიას დუბლი ისრაელში - მისი გუნდი ელიტაში აღზევებისთვის იბრძვის
კუტალიას დუბლი ისრაელში - მისი გუნდი ელიტაში აღზევებისთვის იბრძვის