გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის MVP - დაუჭირე მხარი გიორგი შერმადინს

რომელ ტურნირშიც ასპარეზობს, გიორგი შერმადინი ყველგან ტოპ-პოზიციაზეა. მოახლოვდა ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი, რომელშიც ქართველი კალათბურთელის დიდი ძალისხმევის შედეგად ესპანური „ტენერიფეც“ მოხვდა. ცხადია, შერმადინი იმ წამყვანი მოთამაშეების სიაშია, რომლებიც აღნიშნული ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოსახვედრად იბრძვიან. ხუთეულთან ერთად, გამოსავლენია სხვა ინდივიდუალური პრიზებიც – სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა, მწვრთნელი და MVP.

საუკეთესოები 3 სექტორის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება – ესენი არიან გულშემატკივრები, აკრედიტებული მედია და ჩემპიონთა ლიგის მონაწილე 32 გუნდის მწვრთნელი. თითოეულ სექტორს თანაბარი წონა აქვს გამოკითხვაში.

გულშემატკივართა შორის გამოკითხვაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა, რომელიც ესტუმრება ფიბა-ს ოფიციალურ გვერდს – FIBA.COM. სიმბოლური ხუთეულის შერჩევისას, ცალ-ცალკე ირჩევთ 2 უკანახაზელს, 2 ფორვარდს და 1 ცენტრს. თუმცა შესაძლებელია, მხოლოდ ცენტრი შეარჩიოთ და სხვა პოზიციების შერჩევაში მონაწილეობა არ მიიღოთ.

შესაბამისად, გიორგი შერმადინის მხარის დასაჭერად შეგიძლიათ მიჰყვეთ აღნიშნულ ბმულს - მიეცით ხმა.

ხმის დასაჭერად მხოლოდ მოთამაშის მონიშვნაა საჭირო. ესტუმრეთ წარმოდგენილ ბმულს და მხარი დაუჭირეთ ტენერიფეს ქართველ ცენტრს, გიორგი შერმადინს საუკეთესო ცენტრად აღიარებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მცირე სათამაშო დრო - ვირტუს ბოლონიამ ტორტონა დაამარცხა
შენგელიას მცირე სათამაშო დრო - ვირტუს ბოლონიამ ტორტონა დაამარცხა