კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერ ლიგა, მანჩესტერ იუნაიტედი, დავიდ დე ხეა
Aa
Aa

საინტერესო სტატისტიკა - დე ხეას გარეშე მანჩესტერი მე-20 ადგილზე იქნებოდა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მძიმე ვითარებაშია. პრემიერ ლიგის გასულ ტურში „წითელი ეშმაკები“ სტუმრად „ლივერპულთან“ 0:4 დამარცხდნენ. პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებ-საიტზე წერია, რომ დავიდ დე ხეას მიმდინარე სეზონში 112 ბურთ აქვს მოგერიებული.

გამოცემა „რედიტმა“ კი სტატისტიკური ანალიზი ჩაატარა და დაადგინა, რომ ესპანელი მეკარის „სეივები“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რომ არა ის, ახლა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო, მე-20 ადგილზე იქნებოდა.

ამას ემატება კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორი, რომელზეც ბრიტანულმა გამოცემა Sun-მა დაწერა. დე ხეას მოგერიებულ ბურთებს, რომ თავი დავანებოთ, კრიშტიანუს გარეშე „წითელ ეშმაკებს“ ახლა 15 ქულით ნაკლები ექნებოდათ და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას დაიკავებდნენ. „იუნაიტედს“ ასევე ანტი-რეკორდი ექნებოდა 9 მოგებით, 12 მარცხით და 12 ფრით.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ინგლისური გრანდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს. მომავალ ტურში „იუნაიტედი“ „არსენალს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები