Aa
Aa

"დორტმუნდში თავისუფლად ითამაშებდა" - სანიოლი კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს აქტიურად უკავშირებენ „ნაპოლის“. ეს საკითხი ახალი არავისთვის გახლავთ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გერმანულ გამოცემა BILD-თან კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

რა თქვა სანიოლმა?

„ჩვენი მთავარი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიაა. სათამაშო სტილით ის ფრენკ რიბერის ჰგავს. ის ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობს და ხშირად რისკავს. არის სწრაფი და პასებს უსაფრთხოდ აკეთებს. კვარაცხელია ტექნიკური და ძლიერი ფეხბურთელია.

ის ყაზანის „რუბინს“ დატოვებს და ეს მნიშვნელოვანია. ხვიჩამ ახალ კლუბში რეგულარულად უნდა ითამაშოს. კვარაცხელია ბუნდესლიგაშიც თავისუფლად ითამაშებდა. 21 წლის ასაკში შესაძლოა „ბაიერნის“ დონე არ იყოს, მაგრამ „ლევერკუზენს“, „გლადბახს“ და „დორტმუნდს“ იდეალურად მოერგება.

საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე კლუბთან მქონდა მოლაპარაკება. დაახლოებით 1 წლის წინ, ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა და ჩვენ 5 წუთის განმავლობაში ვლაპარაკობდით. ამის შემდეგ დავთანხმდით, რატომაც არა? როდესაც ორი ყოფილი ფეხბურთელი ერთმანეთს ესაუბრება, ყველაფერი გაცილებით სწრაფად ხდება.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები