„ყველაზე მნიშვნელოვანი დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებაა“ - სანიოლი ალბანეთთან მატჩზე
Aa
Aa

„ყველაზე მნიშვნელოვანი დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნებაა“ - სანიოლი ალბანეთთან მატჩზე

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრის დაწყებამდე 24 საათით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი საინოლმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნული ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ველი, რომ შევინარჩუნებთ დინამიკას, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით და იგივეს ველი ალბანეთის წინააღმდეგაც.

„მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. მოწინააღმდეგის შესწავლა ჩემი სამსახურის ნაწილია. რა თქმა უნდა, ალბანეთი ძლიერი გუნდია, რაც ესპანეთთან შეხვედრაში დაამტკიცეს. მეტოქეს საინტერესო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ვიცით, მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩავატარეთ.“

„ალბანეთის ნაკრები ესპანეთთან მატჩის და მგზავრობის შემდეგ, შესაძლოა, დაღლილი იყოს, რაც გასაგებია. აქედან გამომდინარე, ცვლილებებიც არ არის გამორიცხული. ბოლო წლებში, ალბანეთის ნაკრებს სტილი და ტაქტიკა დიდად არ შეუცვლია. დადებითი შედეგის მისაღწევად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება“, - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 29 მარტს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''საქართველო ესპანეთზე ბევრად სუსტი არაა'' - რეია საქართველოსთან მატჩზე
''საქართველო ესპანეთზე ბევრად სუსტი არაა'' - რეია საქართველოსთან მატჩზე