მეექვსე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა
Aa
Aa

მეექვსე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ქალთა თავისუფალი პროგრამა ვიხილეთ და მედლების მფლობელთა ვინაობა გაირკვა.

ანასტასტია გუბანოვამ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-14 ადგილს იკავებდა, ბრწყინვალედ ისრიალა და თავისუფალი პროგრამა შესანიშნავად შეასრულა. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა ტექნიკურ ელემენტებში 70.92 ქულა მიიღო, მისი პრეზენტაცია კი 63.10 ქულით შეფასდა და მან მსაჯებისგან 134.02 ქულა დაიმსახურა.

საერთო ჯამში, ანასტასიამ 196.61 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე გავიდა. მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი მოციგურავე, კაორი საკამოტო გახდა, რომელმაც ფენომენალურად იასპარეზა და ჯამში 236.09 ქულა დააგროვა. მეორეზე ბელგიელი ლოენა ჰენდრიქსი გავიდა - 217.70 ქულა, ხოლო ამერიკელმა ალისა ლიუმ მესამე პოზიცია დაიკავა - 211.19 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამარცხვინო ფაქტი თბილისში - შავი საღებავი მიხეილ მესხის მემორიალურ დაფაზე
სამარცხვინო ფაქტი თბილისში - შავი საღებავი მიხეილ მესხის მემორიალურ დაფაზე