„შოკირებული ვარ, ასეთ დროს გამარჯვებული არავინაა
Aa
Aa

„შოკირებული ვარ, ასეთ დროს გამარჯვებული არავინაა" - ფეტელი უკრაინის ომზე

ფორმულა 1-ის 4-გზის ჩემპიონმა, სებასტიან ფეტელმა უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. გერმანელმა პილოტმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში გამარჯვებული არავინაა.

„სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრისადმი მთლად ტოლერანტული ვერ ვიქნები. ეს სრული სიგიჟეა და შოკირებული ვარ. ზოგჯერ ჩვენს „ბუშტში“ ვიმყოფებით და მხოლოდ საბურავებზე და ტრასის მდგომარეობაზე ვღელავთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ჩვენგანი დედამიწის ბინადარია. მე, როგორც ევროპელი, შოკირებული ვიყავი, როცა ეს სიახლე გავიგე.

ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა და ყველა შოკში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ როგორღაც ყველაფერი დალაგდებოდა, მაგრამ მდგომარეობა კონტროლს აღარ ექვემდებარება. ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო და ასეთ ვითარებაში გამარჯვებული არავინაა. ზოგიერთი ადამიანი სიგიჟითაა შეპყრობილი. მათ თავიანთი სიმართლე და რეალობა აქვთ. მათ გამო სხვები იძულებული ხდებიან, იტანჯონ და სიცოცხლეს გამოემშვიდობონ.“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ფორმულა 1-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ 2022 წელს, რუსეთის გრან პრი არ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინციდენტი გოგასა და ჯეილენ ბრაუნს შორის - ინდიანამ ბოსტონი გაანადგურა
ინციდენტი გოგასა და ჯეილენ ბრაუნს შორის - ინდიანამ ბოსტონი გაანადგურა