ტიტული ვერ დაიცვა - ბასილაშვილი ფინალში ბაუტისტასთან დამარცხდა
Aa
Aa

ტიტული ვერ დაიცვა - ბასილაშვილი ფინალში ბაუტისტასთან დამარცხდა

2022 წლის დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ტიტულის დასაცავად რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 3:6 4:6 დამარცხდა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა ბრწყინვალედ დაიწყო და მესამე გეიმში მეტოქის ჩაწოდება აიღო. ანგარიში 3:1 დაფიქსირდა, თუმცა ამის შემდეგ, ესპანელი ჩოგბურთელი გააქტიურდა, „ჩვენებური“ ორჯერ დააბრეიკა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი პირველის იდენტურად წარიმართა. ბასილაშვილი 3:1-ს იგებდა, ბრეიკი მარტივად შეასრულა, მაგრამ ბაუტისტამ თავისი კლასი კიდევ ერთხელ გამოავლინა და უკუბრეიკი შეასრულა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 4:4 იყო და ნიკოლოზი აწვდიდა, რობერტომ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა, მატჩზე ჩააწოდა და ფინალი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ფინალში სწორედ ეს მოთამაშეები შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მაშინ გამარჯვება ბასილაშვილს დარჩა. ასევე გეტყვით, რომ 29 წლის ქართველმა ფინალამდე იმერი, ფუქსოვიჩი და რინდერკნეში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები