ბრწყინვალე ასპარეზობა - მარიამ ბოლქვაძე მორიგ ტიტულს უახლოვდება
Aa
Aa

ბრწყინვალე ასპარეზობა - მარიამ ბოლქვაძე მორიგ ტიტულს უახლოვდება

გერმანიის ქალაქ ალტერკინჰენში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა.

გათამაშების მეოთხედფინალში ბოლქვაძემ გერმანელი ნასტასია ბმარიანა შუნკი სამ სეტში ანგარიშით 3:6 6:4 6:4 დაამარცხა.

დაპირისპირება 2 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. მატჩის მიმდინარეობის დროს მარიამმა 1 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მომდევნო წრეში კი ქართველი ჩოგბურთელი ბელგიელ გრეეტ მინენს შეხვდება.

ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგში კი ბოლქვაძე ფინალში გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი მეწყვილე ბრიტანელი სამანტა შარან მარეი არის.

ფინალური დაპირისპირება ხვალ გაიმართება,სადაც ქართულ ბრიტანული დუეტი შვეიცარიელებს სუზან ბენდეკისა და სიმონა ველტერტს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებელი გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია
დამაჯერებელი გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია