ბასილაშვილის ქამბექი და კარგი მატჩი - ნიკოლოზი დოჰას ტურნირის  ნახევარფინალშია
Aa
Aa

ბასილაშვილის ქამბექი და კარგი მატჩი - ნიკოლოზი დოჰას ტურნირის ნახევარფინალშია

დოჰას 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირმა სტარტი რამდენიმე დღის წინ აიღო, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი გათამაშებაში მეორე წრიდან ჩაერთო და რეიტინგის 138-ე ნომერს, შვედ ელიას იმერს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში - 6-4 6-4 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბასილაშვილს დღეს, არც მარტინ ფუჩოვიჩის ბარიერის გავლა გასჭირვებია - საქართველოს პირველმა ჩოგანმა (ATP: 22 ) უნგრელ მოწინააღმედეგესთან (ATP: 36) ქამბექი შემოგვთავაზა. დაპირისპირება (2-1), რომელიც 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, ქართველი ჩოგბურთელის სასარგებლოდ - 1-6, 6-3, 7-5 დასრულდა.

ბასილაშვილს 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო  მისი პირველი ჩაწოდების სიზუსტე 46%-ს შეადგენდა.

საინტერესოა, რომ აღნიშნული მეტოქეები აქამდე ერთმანეთს 9-ჯერ შეხვდნენ, ნიკოლოზმა 4-ჯერ მოიგო, მარტინმა კი 5-ჯერ გაიმარჯვა.

2021 წლის დოჰას ტურნირზე ბასილაშვილმა ისეთი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიც: ჯონ მილმანი, ჯაზირი, როჯერ ფედერერი, ტეილორ ფრიცი და ბაუტისტა აგუტი არიან. 

ახლა მოქმედ ჩემპიონს ტიტულის დაცვამდე მხოლოდ 2 შეხვედრა აშორებს. ნახევარფინალში ქართველის მეტოქე ფრანგი არტურ რინდერკნეში (ATP: 61) იქნება. დაპირისპირება 19 თებერვალს შედგება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვედრა მოგებული არ ჰქონდა - ქართველმა ჩოგბურთელმა ოქტომბრის შემდეგ ზედიზედ 8 შეხვედრა დათმო (2 წყვილებშიც), თუმცა 14 თებერვალს, მისი წარუმატებელი სერია წყვილთა თანრიგში, სწორედ დოჰას ტურნირზე შეწყდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამგურალი  მატჩებს ზესტაფონში ჩაატარებს - იხსნება ფან-შოპი, გაიყიდება ბილეთები
სამგურალი მატჩებს ზესტაფონში ჩაატარებს - იხსნება ფან-შოპი, გაიყიდება ბილეთები