WTA-ს განახლებული რეიტინგი - გორგოძეს კარიერის საუკეთესო შედეგი აქვს
Aa
Aa

WTA-ს განახლებული რეიტინგი - გორგოძეს კარიერის საუკეთესო შედეგი აქვს

WTA-ის რეიტინგის მიხედვით, ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე 532 ქულით მსოფლიოში 134-ე ადგილს, ხოლო წყვილებში მიღწეული 1 453 ქულით 59-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული ციფრები მისი კარიერისთვის საუკეთესო მაჩვენებლია.

ამ დრომდე გამოსარჩევი 142-ე პოზიცია იყო, რომელსაც გასულ წელს მიაღწია.

ეკატერინესთვის გასული წელი წარმატებული იყო. მან და რუმინელმა ირინა ბარამ 4 მნიშვნელოვანი: მონტევიდეოში, კარლსრუეში, კლუჟ-ნაპოკასა და ბუენოს აირესში გამართული ტურნირები მოიგეს.

WTA-ის რეიტინგის მიხედვით, 24 წლის მარიამ ბოლქვაძე  177-ე ადგილზე იმყოფება, მისი საუკეთესო შედეგი კი 152-ე პოზიციაა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ლაფბოროს 25 000-იანი ტურნირის ფინალში, მარიამი დანიელ სოფია ნამი სამავატის ხვდებოდა, თუმცა ტრავმის გამო შეხვედრა ვერ დაასრულა. პირველი სეტი სკანდინავიელმა 6-2 მოიგო, მეორე სეტის მიმდინარეობისას ანგარიში 5-5 იყო, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელი იძულებული გახდა თამაშო შეწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ყოველთვის შთამბეჭდავია მებრძოლი სული'' - ჯოკოვიჩმა ნადალზე ისაუბრა
''ყოველთვის შთამბეჭდავია მებრძოლი სული'' - ჯოკოვიჩმა ნადალზე ისაუბრა