ავსტრალიის ღია პირველობა კირგიოსი-კოკინაკისის წყვილმა მოიგო
Aa
Aa

ავსტრალიის ღია პირველობა კირგიოსი-კოკინაკისის წყვილმა მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ნიკ კირგიოსისა და ტანასი კოკინაკისის წყვილმა მეთიუ ებდენი-მაქს პერსელი ორ სეტში 7:5, 6:4 დაამარცხა.

რაც შეეხება ტურნირის განვლილ პერიოდს, 1/32-ფინალურ ეტაპზე კირგიოსი-კოკინაკისმა თანამემამულეებს, ალექს ბოლტი-ჯეიმზ მაკების წყვილს ორ სეტში 6:4, 6:2 სძლია. 1/16-ფინალურ ეტაპზე მათ ხორვატები, ნიკოლა მეტკიჩი და მატე პავიჩი 7:6, 6:3 დაამარცხეს.

მერვედფინალში ნიკ კირგიოსისა და ტანასი კოკინაკისის მეტოქე ურუგვაელები, არიელ ბეჰარი და გონსალო ესკობარი იყვნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. საბოლოოდ, ავსტრალიელებმა გაიმარჯვეს (6:4, 4:6, 6:4).

მეოთხედფინალში გერმანელების, ტიმ პუეცისა და მიხაელ ვენუსის წყვილს სამ სეტში აჯობეს (7:5, 3:6, 6:3).

ნახევარფინალურ ეტაპზე მარსელ გრანოლერსისა და ჰორაციოს სებალიოსის წყვილის ბარიერი სამ სეტში ტაიბრეიკით დაძლიეს - 7:6 (7:4), 6:4.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები