გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

გამარჯვება მძიმე ბრძოლაში - მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა

მარიამ ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში მიმდინარე 25 000-იანი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი მე-7 ნომრად განთესილ სარა ბეთ გრეის დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში სძლია.

მარიამმა პირველი პარტია კარგად დაიწყო და 5 გეიმიდან 4-ში იმარჯვა. ბოლქვაძეს საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია და 6:4 მოიგო. მეორე სეტის საწყის გეიმებში ინიციატივას გრეი ფლობდა. სარა ბეთი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 3 გეიმი აიღო და წინ გავიდა. სამწუხაროდ, მარიამმა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მიჯრით სამი გეიმი დათმო და მეორე სეტი 4:6 წააგო.

მესამე პარტიის სტარტი ისევ გრეის იყო. ამ უკანასკნელმა ზედიზედ 3 გეიმი მიითვალა და სოლიდური ფორა მიიღო. ბოლქვაძემ თამაშში დაბრუნება მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც მარიამმა მეტოქეზე ბევრად უკეთ ჩაატარა და 7:6 (7:2) იმარჯვა.

ცნობისთვის, ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მოწინააღმდეგე გაბრიელა კნუტსონი გახლავთ, რომელმაც მეოთხედფინალში ასპარეზობას მეოთხე ნომრად განთესილი ჟანა ფეტი გამოთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის შანსი - სილესენმა შესაძლოა 1 თვე იუქმოს
მამარდაშვილის შანსი - სილესენმა შესაძლოა 1 თვე იუქმოს