BILD: ,,ჰოფენჰაიმისა და ლევერკუზენის სპორტულ დირექტორს ჩაკვეტაძე სურდა''
Aa
Aa

BILD: ,,ჰოფენჰაიმისა და ლევერკუზენის სპორტულ დირექტორს ჩაკვეტაძე სურდა''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის ჰამბურგში გააგრძელებს. კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და დაწერა, რომ იჯარა 2022 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

პოპულარული BILD სტატიას აქვეყნებს და წერს:

კურიოზი: ჰამბურგამდე მიხაელ მუტცელი ჰოფენჰაიმში , ხოლო იონას ბოლდტი - ლევერკუზენში მუშაობდა. ორივე მათგანს, სხვადასხვა დროს, სხვა გუნდებში მუშაობის დროს, ქართველი ტალანტის გადაბირება სურდა. გიორგის სახელს ბაიერნი და ბარსელონაც დაუკავშირდა, თუმცა საბოლოოდ, ქართველი ფეხბურთელი გენტში აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში გენტის მთავარი მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელს აღარ ენდობოდა და მეტიც, გააკრიტიკა. ჰაზენჰატლის თქმით, გიორგის მიცემული სათამაშო დრო სწორად უნდა გამოეყენებინა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატის 8 მატჩში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, კონფერენს ლიგის 3 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, ხოლო ბელგიის თასზე თანაგუნდელებს გოლითა და 2 საგოლე პასით დაეხმარა.

ჰამბურგი ამჟამად მეორე ბუნდესლიგაშია და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. გუნდი ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და სამეულამდე მხოლოდ 1 ქულა აშორებს, ლიდერ დარმშტადს კი 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუმო - მარილით განდევნილი ბოროტება
სუმო - მარილით განდევნილი ბოროტება