BLB: Netflix-ის შუამდგომლობა  საქმის  შეწყვეტაზე არ დაკმაყოფილდა
Aa
Aa

BLB: Netflix-ის შუამდგომლობა საქმის შეწყვეტაზე არ დაკმაყოფილდა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლომ ნონა გაფრინდაშვილთან მიმართებაში არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. იურიდიული ფირმა BLB-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია:

''იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში! გილოცავთ ამ გამარჯვებას!''

სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ''ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღებდა.

„შეიცვალა ფორმატი, მხარეთა მოსმენა აღარ შედგა. მოსამართლემ ჩათვალა, რომ მხარეთა პოზიციები ცხადი და ნათელია, ამიტომ ველოდებით გადაწყვეტილებას. ყოველდღე ველოდებით, გუშინდელიდან ნებისმიერ დღეს შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნები უცვლელია, მაგრამ ამ ჯერზე მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წარმოების გაგრძელების შესახებ. „ნეტფლიქსი“ აცხადებს, რომ ეტევა გამოხატვის თავისუფლებაში, რაზეც თუ სასამართლომ თქვა, რომ არ ეტევა, სხვა დაცვის ხაზი უნდა წარმოადგინონ. ამ ეტაპზე ის მტკიცებულებები წარვადგინეთ მხარეებმა რაც საკმარისი და საჭირო იყო, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს მოსამართლე, სხვა მტკიცებულებების წარდგენა ჩერდება. ჩვენ წარვადგინეთ სცენარისტის და პროდუსერის გამოკითხვა, გარი კასპაროვის ინტერვიუ, პრესაში გამოხმაურებები, ნონა გაფრინდაშვილის განცხადებები და სხვა, ბუნებრივია მტკიცებულებების წარდგენა გაგრძელდება“.

შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია NETFLIX-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) ფილანურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება. ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს და სერიალში გაჟღერებული დეფამაციური ფრაზის გამოსწორებას მოითხოვს. სასამართლო დავა შეეხება სერიალის ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან და მოხსნებულია რუს მოჭადრაკედ. ამერიკულმა კომპანია „ნეთფლიქსმა“ კალიფორნიის სასამართლოში სამართალწარმოების შეწყვეტის მოთხოვნით იშუამდგომლა, თუმცა Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები