ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ
Aa
Aa

ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სამთო მოთხილამურეთა შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენებმა-ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ.

წიკლაურისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, ჯაფარიძემ კი პირველად აიღო ოლიმპიური ლიცენზია.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური 7-9 თებერვალს ისპარეზებს, სოსო ჯაფარიძე - 13-16 თებერვალს.

რამდენიმე დღის წინ პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე პეკინი-2022-ის ლიცენზიანტები გახდნენ საქართველოს მოციგურავეები, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ (ერთეულთა თანრიგი - ქალები, კაცები; სპორტული წყვილები; სპორტული ცეკვები). ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მოხვდა იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაანეიტრალე Giga Kick-ი და სავარჯიშო ტომარა ხდება
„გაანეიტრალე Giga Kick-ი და სავარჯიშო ტომარა ხდება" - ვოლკანოვსკიმ ჭიკაძეზე ისაუბრა