ATP CUP-ზე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა
Aa
Aa

ATP CUP-ზე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა

სიდენეიში, ATP CUP შედგება, სადაც გულშემატკივარი 23 სხვა ნაკრებთან ერთად, საქართველოს შემადგენლობასაც იხილავს, რომელიც მე-16 ნომრად იასპარეზებს.

ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქში დაგეგმილი ტურნირი სტარტს 2022 წლის 1 იანვარს აიღებს და 12 ნოემბერს დასრულდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ არაერთი ცნობილი ვარსკვლავის გვერდით ლეგენდარული რაფაელ ნადალი არ გამოჩნდება. ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მიზეზი ტრავმაა.

მონაწილეების სრული სია ასეთია:

საქართველო, სერბეთი, რუსეთი, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ნორვეგია, პოლონეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრია, ჩილე, აშშ,  ავსტრალია.

ტურნირის ფორმატის მიხედვით, ნაკრებები 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდნენ. 

საქართველო მეტოქეობას საბერძნეთის, პოლონეთისა და არგენტინის ნაკრებებს გაუწევს.

შემდეგი ეტაპის საგზურს  ჯგუფის გამარჯვებულები და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რუსეთია, რომელმაც გასულ წელს ფინალში იტალია დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრუიძე თასის შეხვედრაზე: ,,ისეთი მატჩია, სადაც ძალები თანაბარია
ფრუიძე თასის შეხვედრაზე: ,,ისეთი მატჩია, სადაც ძალები თანაბარია"