ESPN-ის ვერსიით, თოფურია 25 საუკეთესო მებრძოლს შორის მეორეა
Aa
Aa

ESPN-ის ვერსიით, თოფურია 25 საუკეთესო მებრძოლს შორის მეორეა

პოპულარულმა გამოცემამ - ESPN, ამჯერადაც შემოგვთავაზა რეიტინგი, სადაც 25 წლამდე ასაკის 25 საუკეთესო მებრძოლს ვხედავთ. სასიხარულოა, რომ რეიტინგში ქართულ გვარიცაა - ილია თოფურია, რომელიც ამ ჩამონათალში მეორე პოზიციას იკავებს.

გამოცემის საბოლოო სიამდე, გადაწყვეტილება 9 პროფესიონალმა მიიღო, რომლის მიხედვითაც პირველი ადგილი სონგ იადონგს ერგო (ჩინეთი).

გამოცემა ილია თოფურიაზე წერს:

,,24 წლის თოფურია იადონგის შემდეგ ერთადერთი მებრძოლი გახლდათ, რომელმაც პირველი ადგილისთვის ხმები დაიმსახურა.

2021 წელს მან მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა, თუმცა სწრაფი რეაგირება შეძლო ისეთი სახიფათო მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც  რაიან ჰოლია. შესაძლოა, მას მკვლელის ინსტიქტის დამატებითი დოზა აქვს, რადგან თოფურია ბრწყინვალეა როგორც დგომში, ასევე პარტერში.

თებერვალში მას მონსტრის, მოვსარ ევლოევის წინააღმდეგ ელის შეხვერდა, რომელიც ამ დრომდე დაუმარცხებელია".

თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა რაიან ჰოლის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ილიამ კარიერაში მე-11 გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით, დაუმარცხებელია.

რაც შეეხება ქართველის რუს მეტოქეს, ამ უკანასკნელს კარიერაში 15 ბრძოლა და 0 მარცხია. ევლოევმა UFC-ში 5-ჯერ იჩხუბა და ხუთივეჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ქართულ-რუსული დაპირისპირება 2022 წლის 22 იანვარს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა
,,დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა " - ანანიძე დინამოდან გაშვებაზე