კონტეს პირველი მარცხი ტოტენჰემში - დეზებმა მურასთან წააგეს
Aa
Aa

კონტეს პირველი მარცხი ტოტენჰემში - დეზებმა მურასთან წააგეს

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, მთავარი სენსაცია „მურამ“ გამოაცხო. სლოვენიური კლუბი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2-1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. მე-11 წუთზე, „ტოტენჰემის“ კარი ტომი ჰორვატმა აიღო. 32-ე წუთზე, ლონდონელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. რაიან სესენიონმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა.

კაცნაკლულმა „ტოტენჰემმა“ წონასწორობა 72-ე წუთზე აღადგინა და „დეზების“ მხრიდან თავი ჰარი კეინმა გამოიჩინა, საბოლოო ანგარიში კი 94-ე წუთზე დაფიქსირდა. არბიტრის მიერ დამატებულ დროში ამადაი მაროშამ მეტოქის კარი დალაშქრა და „მურას“ ისტორიული გამარჯვება მოუტანა.

ცნობისთვის, „დეზების“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ „ტოტენჰემის“ თავკაცის რანგში პირველი შეხვედრა წააგო. აქამდე მის გუნდს „ლიდსი“ და „ვიტესი“ ჰყავდა დამარცხებული, ხოლო „ევერტონთან“ ნულოვან ფრეს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები