მაისაშვილი:
Aa
Aa

მაისაშვილი: "შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო, კმაყოფილი არ ვარ"

ნოემბრის პირველ ტესტმატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთს სტუმრად დაუპირისპირდა და 41:15 დამარცხდა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ ღირსეულად ითამაშა და მეტოქეს ბრძოლა შესთავაზა. რაც მეტი იქნება მსგავსი მატჩები, მით მეტი იქნება იმის შანსი, რომ „ბორჯღალოსნების“ სათამაშო კლასი გაიზრდება.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და განვლილი მატჩი შეაფასა:

„რეალობა ისაა, რომ შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო და კმაყოფილი არ ვარ. თამაში ჩვენთვის ცუდი სცენარით დაიწყო. ერთ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი, მით უმეტეს ასეთი დონის მეტოქესთან, გუნდს ანგრევს. მსაჯების კრიტიკა არ მჩვევია, თუმცა ორივე ყვითელი ჩემი აზრით საკამათო სიტუაციაში მოგვცა. ამან აგვრია, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით დაბრუნება და ვთვლი რომ ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.

მთელი რიგი ეპიზოდებით, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, კმაყოფილი ვარ. იყო მომენტები, როდესაც გეგმას მივყვებოდით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დღესდღეობით საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ლოგიკურია, რომ თამაში მათი გამარჯვებით დასრულდა.

ბიჭებს ვუთხარი, რომ ხელების ჩამოშვების საფუძველი არ ჰქონდათ და ბრძოლაში უნდა დარჩენილიყვნენ, რაც გააკეთეს კიდეც. სამწუხაროდ, ორი ისეთი ლელო გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა. ფრანგები მოლში მოგვაწვნენ და ამ კომპონენტით ქულები აიღეს, თუმცა იყო ეპიზოდები, როდესაც მათი შეჩერება მოვახერხეთ. საფრანგეთი ძალიან გამოცდილი, მძიმე გუნდია და ლოგიკურიცაა მოლში მათი კარგი თამაში. ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ და ნელ-ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ“.

- ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს rugby.ge.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნადალისა და ჯოკოვიჩის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით
ნადალისა და ჯოკოვიჩის რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ვაქცინაციასთან დაკავშირებით