,,დაუსრულებელი საქმე დაგვრჩა, სად ხარ?'' - ფერგიუსონმა მაკგრეგორი გამოიწვია
Aa
Aa

,,დაუსრულებელი საქმე დაგვრჩა, სად ხარ?'' - ფერგიუსონმა მაკგრეგორი გამოიწვია

UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა და ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია:

,,დაუსრულებელი საქმე... სად ხარ?'' 

საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის მაისის შემდეგ, ტონი ფერგიუსონს ბრძოლა გამართული არ აქვს, ბოლო 3 დაპირისპირება კი მისთვის იღბლიანი არ გამოდგა. შეხვედრა ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეიჯს შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ტონიმ ხუთივე რაუნდი დათმო, ბოლო, მე-5 რაუნდში კი კარგად გამოჩნდა, რომ გეიჯი ფიზიკურად გაცილებით კარგ ფორმაში იყო, რის შემდეგაც საავადმყოფოში მოხვდა.

მაისში, აღნიშნული მარცხის შემდეგ, მისი სტატისტიკა დაირღვა - ეს მარცხი ზედიზედ 12 გამარჯვებას მოჰყვა, რომელიც 2013-2019 წლებს მოიცავდა.

შესაძლოა, ამ ეტაპზე ტონისთან დაპირისპირება სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორისთვის, რომლის სახელსაც ბოლო დროს სკანდალი დაუკავშირდა. პოპულარული იტალიელი დიჯეი, მომღერალი და ტელეწამყვანი, ფრანჩესკო ფაკინეტი ირწმუნება, რომ ღამის კლუბში ყოფნისას, კონორმა მას სახეში მუშტი ჩაარტყა და ცხვირი გაუტეხა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები