მსოფლიო ჩემპიონატი | სერბეთის სახელით მოასაპრეზე დათუნაშვილმა გობაძე დაამარცხა
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი | სერბეთის სახელით მოასაპრეზე დათუნაშვილმა გობაძე დაამარცხა

ოსლოში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დაპირისპირება შედგა.

87-კილოგრამ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ლაშა გობაძე დაამარცხა.

ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე, 2 გზის ევროპის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა სერბეთის სახელით ასპარეზობის გადაწყვეტილება 2019 წელს მიიღო, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან ინციდენტი შეემთხვა. 

მაშინ საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზურაბ დათუნაშვილმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი სერბეთის სახელით მოიპოვა. მაშინ, 87-კილოგრამი წონითი ფინალურ ბლოკში ქართველმა სპორსტმენმა ხორვატ ივან ჰუკლეკს აჯობა (6-1).

დღესვე, ლერი აბულაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (67 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდნენ.

აბულაძე ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში უნგრელ ერიკ ტორბას დაუპირისპირდება. ზოიძის მეტოქე კი ირანელი მუჰამედრეზა გერაი იქნება.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები