როზე ჰოლანდზე: ''ის ადამიანია და არა მანქანა, წნეხისგან გავათავისუფლოთ''
Aa
Aa

როზე ჰოლანდზე: ''ის ადამიანია და არა მანქანა, წნეხისგან გავათავისუფლოთ''

''დორტმუნდის'' მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა. ნორვეგიელ შემტევს ბარძაყის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ''დორტმუნდის'' გასული სამი შეხვედრა გამოტოვა.

''ვინმესთვის იმედის გაცრუება ჩემი საქმე არაა. ერლინგი ცდილობდა მოედანზე დაბრუნებას, ემზადებოდა, თუმცა თამაშისთვის მზად არაა. მოვიდა და მითხრა: ''მენეჯერო, მსურს თამაში, მაგრამ არ ვარ მზად, გაქცევაც კი არ შემიძლია.

ვინც ერლინგს იცნობს, ყველამ იცის, რომ ყოველთვის სურს თამაში, მაგრამ ის ადამიანია, მანქანა არაა. ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის გვესმის, თუმცა თამაშისთვის მზად არაა. მან მატჩები გამოტოვა და ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ასევე, გვსურს ერლინგი წნეხისგან გავათავისუფლოთ და ამ თემაზე კითხვები ყოველდღე არ დავუსვათ''.

სკანდინავიელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 7 გოლი შეაგდო, ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ერთი გოლი გაიტანა, ხოლო გერმანიის თასზე ''ვეენს'' ჰეთ-თრიკი შეუსრულა.

რაც შეეხება ნორვეგიის ეროვნულ გუნდს, ჰოლანდის თანამემამულეები მიმდინარე თვეში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ მატჩს ჩაატარებენ სტუმრად თურქეთთან (8 ოქტომბერი) და შინ მონტენეგროსთან (11 ოქტომბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები