3 ოქროს მედალი - გურამ ვეკუა ევროპის ჩემპიონი გახდა
Aa
Aa

3 ოქროს მედალი - გურამ ვეკუა ევროპის ჩემპიონი გახდა

პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ. ამჯერად, საქართველოს ნაკრების რიგებში თავი გურამ ვეკუამ გამოიჩინა და 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ზუგდიდელმა ძალოსანმა 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა და როგორც ატაცში და აკვრაში, ისე ორჭიდშიც საუკეთესო იყო. ვეკუამ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა და 142, 145 და 147 კილოგრამი ასწია. ამ მოძრაობაში მეორე ადგილზე თურქი მერვან დოგანი გავიდა, რომელმაც 145 კგ დაძლია.

ვეკუამ მეტოქეებს აკვრაშიც აჯობა. ახალგაზრდა სპორტსმენმა აქაც სამივე მისვლა გამოიყენა და 171, 176 და 178 კილოგრამი დააფიქსირა. გურამმა მუჰამედ ბურუნს 1 კილოგრამით აჯობა. ორჭიდის ჯამში ზუგდიდელმა ძალოსანმა 325 კილოგრამი მიითვალა, რაც მეორეადგილოსან მუჰამედ ბურუნზე 4 კილოგრამით მეტი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, წარმატებას ნათია გადელიამ მიაღწია, რომელმაც ასევე სამი ოქროს მედალი გაიფორმა. გუშინ კი 3 პირველი ადგილით 15 წლის მარიამ მურღვლიანმა გაგვახარა.

ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები