ტოკიო 2020 - ოქროს მედლისთვის რომელ ქვეყანაში რა ოდენობის ჯილდო დაწესდა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ოქროს მედლისთვის რომელ ქვეყანაში რა ოდენობის ჯილდო დაწესდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის მიზეზით ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას სულ 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი იღებს.

სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე იმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 000 000 ლარს მიიღებს, ხოლო უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ადგილის საპრიზო თანხა: მე-2 ადგილი - 102 000 ლარი, მე-3 ადგილი - 68 000 ლარი, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში, აღნიშნული ჯილდოს ოდენობა სხვადასხვაა.

პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარების იდეა ჯერ კიდევ 127 წლის წინ, 1894 წელს, პიერ დე კუბერტენის მიერ წარმოიშვა და ფრთები 1896 წელს, ათენში შეესხა. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ოლიმპიურმა თამაშებმა სახე იცვალა და დაიხვეწა. მაგალითისთვის, თავდაპირველად სულაც არ არსებობდა ოქროს მედლები, საუკეთესო შედეგის ჩვენებითვის სპორტსმენები ვერცხლის მედლით ჯილდოვდებოდნენ. მათ ასევე გადაეცემოდათ თასები, რაც იმ დროისთვის ღირებულ პრიზს წარმოადგენდა.

სამივე პრიზიორის მედლებით დაჯილდოების იდეა მოგვიანებით, 1904 წელს, სენტ-ლუისის თამაშებზე გაჩნდა და დღემდე გრძელდება. საინტერესოა, რომ მყარი ოქროს მედლებით სპორტსმენები ბოლოს 1912 წელს, შვედეთის დედაქალაქ  სტოკჰოლმში მიმდინარე, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დააჯილდოვეს.

ცხელი ამბები