ტოკიო 2020 - ლაშა ღულელაურმა შედეგი ვერ დააფიქსირა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ლაშა ღულელაურმა შედეგი ვერ დააფიქსირა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სამხტომის მონაწილემ ლაშა გულელაურმა ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენმა შედეგი ვერ დააფიქსირა და ოლიმპიადას დაემშვიდობა.

დღესვე ტოკიოში 2 მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი და გიორგი მუჯარიძე გამოვლენ.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. გუშინ კი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გამოსარჩევია, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

ცხელი ამბები