საკუთარ თავში მაიკ ტაისონი გააღვიძა - მოკრივემ სცადა მეტოქისთვის ეკბინა
Aa
Aa

საკუთარ თავში მაიკ ტაისონი გააღვიძა - მოკრივემ სცადა მეტოქისთვის ეკბინა

მაროკოელი მოკრივე, იუნეს ბაალა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ამის მიზეზი ტოკიოში გამართული ბრძოლა გახლავთ, რომლის დროსაც მისმა ქმედებებმა კრივის გულშემატკივრებს ლეგენდარული მაიკ ტაისონი გაახსენა.

ახალ ზელანდიელ მეტოქესთან, დევიდ ნიიკასთან დაპირისპირებისას, ბაალამ საკუთარ თავში „რკინის მაიკი“ გააღვიძა და ბოლო რაუნდში სცადა, მოწინააღმდეგისთვის ყურზე ეკბინა. ნიიკას გაუმართლა მისი მეტოქე სპორტულ კაპს რომ იყენებდა, თორემ არავინ იცის, როგორ დაზიანებას მიიღებდა.

„წესების დაცვით არ ჩხუბობდა. მიკბინა და რამდენჯერმე წელს ქვემოთ დამარტყა. არ მეგონა, დისკვალიფიკაციას თუ გადაურჩებოდა და სცადა, ჩემთვის ყვრიმალზეც ეკბინა. საბედნიეროდ, იგი სპორტულ კაპს იყენებდა და მეც ოდნავ ოფლიანი ვიყავი, მაგრამ ოლიმპიადაზე ასეთი რამ მიუღებელია“, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ ნიიკამ.

სხვათა შორის, ახალმა ზელანდიელმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და არც ერთი რაუნდი წაუგია. ბაალამ მის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და სასოწარკვეთილმა მისთვის ზიანის მიყენება ტაისონის სტილში გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები