„ვამაყობ, რომ გეი ვარ
Aa
Aa

„ვამაყობ, რომ გეი ვარ" - ბრიტანელი ჩემპიონის სიტყვა, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, სადაც გულშემატკივარს საქართველოს სახელით მოასპარეზე, ქართველი სპორტსმენების ხილვა შეუძლია.

ტოკიო 2020-ზე განსაკუთრებით წარმატებული გამოსვლა ბრიტანელ წყალში მხტომელებს: ტომ დეილისა და მის მეწყვილეს, მეტი ლის ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ დეილისთვის ეს მეოთხე ოლიმპიური თამაშები და პირველი ოქროს მედალია, თუმცა ბრიტანელი სპორტსმენის მონაგარს ბრინჯაოს მედლებიც შეადგენს (2012/2016).

2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე ნაჩვენები შედეგების გამო, იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა ქმარმა მითხრა, რომ ჩემი ამბავი აქ და ასე არ დასრულდებოდა და რომ ჩემი შვილი ნახავდა, როგორ გავხდებოდი ოლიმპიური ჩემპიონი.

ვამაყობ, ვარ გეი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა",- ინგლისელი სპორტსმენის სიტყვებს Japantimes-ი ციტირებს.

აღსანიშნავია, რომ ტომ დეილის ეს სიტყვა პირდაპირ ეთერში, მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში გადაიცემოდა, მათ შორის, რუსეთსა და ჩინეთში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება არალეგალურია.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისს დააიწყო და  8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. პანდემიის გამო, ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში, სულ მონაწილეობას 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

ცხელი ამბები