ვერატიმ საკუთარი ოცნება გაამხილა
Aa
Aa

ვერატიმ საკუთარი ოცნება გაამხილა

როგორც მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის შეძენაზე ევროპულ გრანდთა შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. მიუხედავად ამისა, თავად ფეხბურთელის ოცნება, პარიზულ გრანდთან ერთად, "ჩემპიონთა ლიგის" მოგებაა და რათქმაუნდა ვერატი არსად წასვლას არ ეცდება.

"პარი სენ ჟერმენში " დარჩენა დიდი ხნით მსურს. ამ გუნდს დიდებული პროექტი აქვს და მე მისი ნაწილი ვარ. ვოცნებობ, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად "ჩემპიონთა ლიგა" მოვიგო და ამისთვის თითეული ჩვენგანი საკუთარ მაქსიმუმს გაიღებს. მინდა მადლობა გადავუხადო უნაი ემერის, რადგან მან თავდაჯერებულობა კიდევ უფრო შემმატა და თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ. შემიძლია, რომ კვირაში 3 მატჩი ჩავატარო მაღალ დონეზე, რაც თანამედროვე ფეხბურთში უმნიშვნელოვანესია" - განაცხადა მარკო ვერატიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები